Сообщения

ეს   ქვეყანა   შენია   და   არა დეპუტატების ! შეთანხმება   120/30 საარჩევნო მოდელზე ლამის ეპოქალურ და   ისტორიულ   მოვლენად შეფასდა, თითქოსდა   უმცირესობაში   დარჩენილი მაჟორიტარები ვეღარ გაბედავენ თავის რეგიონებში „ფეოდალობას“ და   პარლამენტში პირადად   ბატონი ბიძინას   ინტერესების   წარმოდგენას. მაგრამ   თუ საქართველოში მაჟორიტარი   დეპუტატი   ფეოდალად   გადაიქცევა, მაშინ იგივე ფანტასმაგორიული ლოგიკით   პოლიტიკური     პარტიები „ხლისტურ“ სექტებად გარდაიქმნებიან, რომლებისთვისაც მთავარია   რომ მათმა „არქიფოებმა“ რაც შეიძლება დიდი პრემიები გამოიწერონ და რაც შეიძლება მეტი ფული „მოტეხონ“ ტენდერებზე, თვითონ რიგითი პარტიელები კი სამ-სამ გოჭსაც დასჯერდებიან. უპარტიო რიგით მოქალაქეებს თითო გოჭი თუ დაგვიტოვეს - სულ „პოლიხრონიონი“ უნდა ვუმღეროთ. თუ არადა იმ ერთ გოჭსაც წაგვართმევენ... ასეთი სისტემის   ნიშნები   უკვე გვაქვს.. სამინისტროების   თუ მერიების   რიგითი თანამშრომლები   არანაირად   არ აპროტესტებენ მათი „ბოსების“ მიერ თავისთავისთვის   გამოწერილ   არაადეკვატურ პრემია-დანამატ